ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორები უმკაცრესად დაისჯებიან

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორები უმკაცრესად დაისჯებიან

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორები უმკაცრესად დაისჯებიან. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა , მისი უწყება ამ მიმართულებით გამკაცრებული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს. 

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ცრუ შეტყობინებით სარგებლობა მომავალში ვეღარავინ უნდა შეძლოს.

"გუშინ იყო ბოროტი ხუმრობების სერია. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ორგანიზებული, თუმცა ყველა შემთხვევაში ცრუ შეტყობინების ავტორები არასრუწლოვანი 10-12 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ. სამწუხაროა, რომ მშობლები მათ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ, ამიტომ მინდა მოვუწოდო მშობლებს, აუკრძალონ ბავშვებს მსგავსი ბოროტი ხუმრობები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით, დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავებს.