ირინა იმერლიშვილი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას

ირინა იმერლიშვილი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი ეხმაურება თენგიზ გუნავას განცხადებას.

ირინა იმერლიშვილი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციას : " ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოში ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მაგრამ მინდა მოვუწოდო და გავაფრთხილო ჩვენი წევრები და მხარდამჭერებო არ მიიღონ მონაწილეობა პროვოკაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პარტიისგან მიიღებენ სერიოზულ სასჯელსს, როგორც მოხდა წინა, ზუგდიდის ინციდენტის დროს, პარტიის ერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა , რის გამოც იგი გაირიცხა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან" -განაცხადა იმერლიშვილმა