ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ.
არ არის გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილება დღესვე მიიღონ. ცსკ-ის წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ კომისიის ყველა წევრი, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს, ფაქტობრივად, ერთ პოზიციაზეა.
დღევანდელ სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრება და მათი სამოქმედო გეგმების მოსმენაც იგეგმება.
ცსკ-ის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატი 4 ან 4-ზე მეტ ხმას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ცსკ-ს თამარ ჟვანიას, კონსტანტინე ამირაჯიბისა და მანუჩარ გამყრელიძის კანდიდატურები წარუდგინა. ამასთან, თამარ ჟვანიას კანდიდატურა პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა.