პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად ცესკოში განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურება. ამ დროისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად 50 განცხადებაა შესული.
პრეზიდენტობის მსურველებმა ცესკოს 17 სექტემბრამდე მხარდამჭერთა სია უნდა წარუდგინონ. მათ მინიმუმ 26 530 ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდებათ.
საარჩვენო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციას ცესკო 27 სექტემბერს დაასრულებს.