სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

"ვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას. ის, რაც კანონით მომეთხოვება, ის იყოს ჩემთვის მოთხოვნა და არა ცსკ-ის მოგონილი მოთხოვნები, რომელიც ვრცელდება მხოლოდ პრეზიდენტზე. იმ მოთხოვნებს თავის დროზე დავაკმაყოფილებ, როცა ვიქნები პრეზიდენტად არჩეული. მანამდე კი უფლება მაქვს, დარტეგისტრირებული ვიყო და სწორედ ამ უფლებას ვითხოვ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ ცსკ-მ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა.