ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს, როცა მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებისკენ არის მიმართული, რომელთა ოჯახის წევრებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ახლობლების ბედსა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებული გაურკვევლობა საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მწარე რეალობად რჩება. მათი გულისტკივილის შესამცირებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ყველას, ვინც ჩართულია ამ საკითხების გადაწყვეტაში, სრული თანამშორმლობისკენ და დაკარგულთა, მასობრივი სამარხების და დაკრძალვის სხვა ადგილების შესახებ ინფორმაციის გაცვლისკენ. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ასევე გვახსენებს, რომ დაკარგულთა ბედის შესახებ გაურკვევლობა ერთნაირია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ოჯახებისთვის და ყველა საზოგადოებისთვის. ამ საკითხების გადაჭრა მნიშვნელოვანია საქართველოში საზოგადოების ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხდებაში.