The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო

The National Interest - ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო

"არა, ნატო-მ არ უნდა მიიღოს საქართველო", - ამ სათაურით აქვეყნებს დუგ ბენდოუს სტატიას ამერიკული გამოცემა The National Interest. სტატიის ავტორი ამ წერილით ამავე გამოცემაში რამდენიმე დღის წინ დაბეჭდილ მაიკლ ჩეჩირეს სტატიას "დიახ, ნატო-მ უნდა მიიღოს საქართველო" ეხმაურება. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ალიანსის წევრთა უმეტესობისა და პოტენციური წევრებისთვის ომი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, საქართველოსთვის ეს მოსალოდნელია, არათუ სავარაუდო.

"სწორედ ამიტომ სურს თბილისს ალიანსში უიმედოდ გაწევრიანება და არა "სოციალურ-პოლიტიკური" მიზეზებით, ან "საერთაშორისო თავისუფლებისკენ" წინსვლისთვის უნდა "ლიბერალურ, კანონზე დაფუძნებულ სისტემაში" შესვლა. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ამერიკამ რუსეთისგან დაიცვას და ამ სურვილისთვის ის არავინ უნდა დაადანაშაულოს. ბოლოს და ბოლოს, მათ ცუდი მეზობლობა აქვთ. თუმცა, რეგიონში ამერიკის ინტერესები მინიმალურია", - წერს დუგ ბენდოუ.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, მაიკლ ჩეჩირეს მიერ სტატიშია მოყვანილი ალტერნატიული ენერგიული გზები ხელსაყრელია, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელობის და, რა თქმა უნდა, არ ღირს ომის წამოწყებად.

"მართალია, რეგიონი არასდროს შედიოდა ამერიკის სტრატეგიებში: საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. როგორც ჩანს, ვაშინგტონი ბრეჟნევის ცნობილი დოქტრინის საკუთარ ექსტრემალურ ვარიანტს იყენებს – ყველაფერი შენს საზღვრებამდე, ჩემია. ამიტომ გასაკვირია არაა, რომ ეს მოსკოვს აღიზიანებს", - წერს დუგ ბენდოუ.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში არგაწევრიანება 2008 წელს ალიანსის მიერ დადებულ პირობაზე უარის თქმაა. მაგრამ დუგ ბენდოუს თქმით, უმჯობესია სულელური ვალდებულების დარღვევა, ვიდრე იმ პოლიტიკის რეფლექსურად გატარება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის უსაფრთხოებას.

"საერთაშორისო ურთიერთობების ნამდვილი გაკვეთილი არა ყველა დაპირების შესრულებას, რაოდენ სულელურიც არ უნდა იყოს ის, არამედ პირველ რიგში, სულელური დაპირების მიცემისგან თავშეკავებას გვასწავლის. ვაშინგტონის მთავარი ვალდებულება ამერიკელი ხალხის დაცვაა და არა ქართველი ხალხის მოლოდინების შესრულებაა. აშშ-მა მჭიდროდ უნდა დაუხუროს ალიანსის კარი თბილისს", - წერს დუგ ბენდოუ.

აგვისტოს დასაწყისში The National Interest-ში გამოქვეყნდა დუგ ბენდოუს სტატია სათაურით, "ნატო-ს ქართული კოშმარი", სადაც ავტორი ეწინააღმდეგებოდა ამერიკის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას.

"საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით კიდევ უფრო სავარაუდო იქნება ომის დაწყება. ვაშინგტონმა საბოლოოდ და მკაცრად უნდა ჩაკლას საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებები. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ევროპელების დამოუკიდებელ ქმედებას, თუ მათ სჯერათ, რომ თბილისის დაცვით მიღებული სარგებელი გაწეულ დანახარჯებად ღირს. მაგრამ ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას კავკასიაში ომის წამოწყების შესაძლებლობაზე", - წერს დუგ ბენდოუ.

რამდენიმე დღის წინ ამავე გამოცემაში ბენდოუს საპასუხო სტატია, სახელწოდებით "დიახ, ნატო-მ უნდა მიიღოს საქართველო" მაიკლ ჩეჩირემ გამოაქვეყნა.

"თბილისისთვის მიცემული ძლიერი და მრავალხმრივი დაპირებისთვის (ნატო-ში გაწევრიანება) თავის არიდება არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის პროდასავლურ ძალებს მსოფლიოს მასშტაბით, არამედ საფუძვლიანად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ნატო-ს სერიოზულობასა და აშშ-ის საერთაშორისო ვალდებულებას. მოსწონს თუ არა ეს ნატო-ს, მას აქვს ვალდებულება, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გზა უჩვენოს. თუ საქართველო ვერ შეძლებს მნიშვნელოვნად დემოკრატიზაციას და სეპარატისტულ რეგიონებთან არსებული კონფლიქტის მოგვარებას რუსეთთან, მაშინ მისთვის კარის დახურვა ლეგიტიმური იქნებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატო-ს კარი უნდა გაიღოს", - წერდა მაიკლ ჩეჩირე.