დახლებზე ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათის ახალიშეფუთვა გამოჩნდა. მომხმარებელს მათი შეძენა, ახლა უკვე თუნუქის ქილებითაც შეეძლება. ს.ს „ქართულილუდის კომპანია“, ლიმონათის ასორტიმენტიდან, აქამდე მხოლოდ მსხლის 0,33 ლიტრიანი ლიმონათსაწარმოებდა თუნუქის ქილებში.
"ზედაზენის" პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხრიდანმსხლის 0,33 ლიტრიანი თუნუქის შეფუთვის შემდეგ, წამოვიდა თხოვნა, ტარხუნისა და ლიმონისლიმონათის ასეთივე შეფუთვაზეც. სასიამოვნოა, როცა მომხმარებელი ჩვენს ყველა სიახლეს დადებითადხვდება. ეს იმას ნიშნავს რომ ვქმნით სწორედ ისეთ პროდუქტს, როგორიც სურს მყიდველს, ხარისხის,დიზაინისა და ფასის გათვალისწინებით" - აცხადებს ლუდსახარში "ზედაზენის" პიარ მენეჯერი ხათუნამიქაცაძე.