მიმდინარე წლის 20, 22 და 24 აგვისტოს, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, პროექტის: ,,თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნის ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში, საქართველოს 3 ქალაქში, კერძოდ: ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გამართავს საინფორმაციო საგანმანათლებლო სემინარებს.