სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნათელა მაჭავარიანის განცხადება

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, ნათელა მაჭავარიანის განცხადება

ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება ვნებათაღელვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსთა მხრიდან ადგილი აქვს საკითხის ხელოვნურად დაძაბვას, რასაც საზოგადოების დაბნეულობამდე მივყავართ.

მინდა განმარტებები გავაკეთო აეროპორტის სახელდებასთან დაკავშირებით.

საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და გამოთქვა სურვილი აეროპორტისათვის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს, რომ თითქოს საკრებულოში ეს საკითხი “ვიღაცამ” დაბლოკა, საკითხის ჩავარდნა ან დაბლოკვა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კომისიის, ბიუროს ან საკრებულოს სხდომაზე. კომისიაში შემოსულია რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განცხადება, კომისიას ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია, არ ჩატარებულა კომისიის სხდომა, შესაბამისად არ იგეგმებოდა უახლოეს სხდომაზე ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა.

ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ აეროპორტის სახელდების ინიციატივას, მე წინააღმდეგი არ ვარ აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი მოუმზადებელია და საზოგადოების აზრი ჩამოსაყალიბებელი.

ჩვენ ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებით გაგვაჩნია საკითხების მიმართ ფუნდამენტური მიდგომები, ჩემი კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში არცერთი საკითხი არ გავა სპონტანურად და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და საზოგადოების ჯგუფებს ნუ ვაქცევთ აეროპორტისათვის გამსახურდიას სახელის მინიჭების საკითხს პოლიტიკური დივიდენდების მიღების და საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის საგნად.