ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიესალმება ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიწვევას. ამის შესახებ აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების ფართო მიწვევით. ეს არის ნათელი სიგნალი, რომელიც მიუთითებს მათ გადაწყვეტილებაზე ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორსაც ნატო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა პროფესიონალურ დელეგაციას გააგზავნის", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურიას განცხადებაში.