სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თურქული წარმოების 56 880 ცალი ვადაგასული კვერცხი გაანადგურეს. სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის ერთ-ერთი საწყობიდან სარეალიზაციოდ გამზადებული თურქული წარმოშობის ვადაგასული კვერცხი ამოიღეს.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ვადაგასული სურსათი ექვემდებარება განადგურებას.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ სააგენტომ ვადაგასული კვერცხის განადგურების გადაწყვეტილება მეწარმესთან შეთანხმებით მიიღო. საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განადგურდა 158 ყუთი (56 880 ცალი) თურქული წარმოშობის ვადაგასული კვერცხი.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.