პროკურატურა სოფლის მეორნეობის სამინიტროს დაკავებულ თანამშრომლების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს. პროკურატურა აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ავრცელებს: ,,გაცნობებეთ, რომ სისხლის სამართლის საქმე - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,მექანიზატორის" რიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე - 2013 წლის 31 ივლისს განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე", _ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.