9-10 აგვისტოს, მინერალური წყალი „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი“ პროფესიონალ და ფოტომოყვარულებს ტურზე იწვევს.
”წყალი მარგებელის” საქმიანობა ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
მიიღეთ მონაწილეობა ტურში, ეწვიეთ გუბაზეულის ხეობას, დაათვალიერეთ ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო და გაეცანით უნიკალური წყლის ჩამოსხმისა და წარმოების პროცესს. ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი მასზედ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „წყალი მარგებელის“ ტურში.
მონაწილეობის მიღება უფასოა! დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული პეიზაჟის ამსახველი ფოტო.