ევროკავშირის მისია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თხრილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის მისია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თხრილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ფიზიკური დაბრკოლებების შექმნის, მავთულხლართების აღმართვისა და აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან თხრილების შექმნის თაობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველივე ამას მზარდი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებსა და თავისუფლად გადაადგილებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან კვლავ გრძელდება დაკავებები.

"დაბრკოლებების გაზრდილი რაოდენობა აისახება საცხოვრებელ პირობებზე, რამდენადაც ის არღვევს ადგილობრივების ცხოვრებას და ყოფს საზოგადოებას. მეტიც, ეს დაბრკოლებები ზღუდავს ადამიანთა შორის ურთიერთობას, რომელიც არსებითი ინგრედიენტია საზოგადოებას შორის ნდობის შესაქმნელად", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჯერარდ ფიშერმა.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მისია გააგრძელებს ამ სადავო ტერიტორიებზე პატრულირებას, რათა შეინარჩუნოს ქმედებების ზუსტი და ფაქტობრივი ჩანაწერები. მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის გამოყენებას. ასევე გამოიყენებს ყველა შესაძლო კომუნიკაციას ყველა პარტიის მხარდასაჭერად, რათა განიხილოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენის ადგილობრივი გადაწყვეტილებები.