5 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება. ეს სკანდალური საქმე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ მაშინვე მოექცა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
"2013 წლის 1 მაისს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები და მათი ადვოკატები, დაკავების დღიდან მათზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობდნენ. "ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ამ კითხვებს ჯერ-ჯერობით სათანადო პასუხი ვერ გაეცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. პირიქით, უფრო მწვავდება სიტუაცია." _ აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე.
"მტკიცებულების თვალსაზრისით, ძალიან სუსტი საქმე იყო. ამიტომ ამ სისუსტის გამყარება ერთი რამით შეიძლებოდა, თუ ეს ადამიანები ერთმანეთის და მინისტრის წინააღმდეგ მისცემდნენ ჩვენებას, ან აღიარებდნენ დანაშაულს.
რაც შეეხება უშუალოდ მინისტრს, გარკვეული ადამიანები ამბობენ, მათ შორის ამ საქმეზე დაკავებული მამუკა ივანიაძეც, მთელი ეს საქმე მიმართული იყო პირად დავით კირვალიძის წინააღმდეგ. მე პირადად, ამის თქმა დადასტურებულად არ შემიძლია. როგორც ამბობენ, ეს განპირობებული იყო იმით, რომ კირვალიძე შეეწინააღმდეგა გარკვეული ადამიანების ჯგუფის ბიზნეს ინტერესებს, რომლის გატარებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით სურდათ.
ამის დადასტურება მე არ შემიძლია. მაგრამ, არიან ადამიანები რომელიც ამაზე მიუთითებენ, რომ რომ ამით იყო განპირობებული ამ საქმეში ბრალდება." _ აცხადებს კოჟორიძე.