„ზედაზენმა“ დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გამართა

„ზედაზენმა“ დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გამართა

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ლიმონათს ახალ ასორტიმენტს ამატებს. ბაზარზე მსხლის, ტარხუნის და საფერავის დიეტური ლიმონათი გამოჩნდა.

ლიმონათს შაქრის „0“ შემცველობა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნებართვა აქვს. პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულია წარწერა „დიაბეტური“ - ასეთია კომპანიის მიერ შემოთავაზებული მოთხოვნადი სიახლე.