“ბახმაროს“ ახალი ბოთლი სპციალურად ზღვის სეზონისთვის

“ბახმაროს“ ახალი ბოთლი სპციალურად ზღვის სეზონისთვის

„ბახმარო“ მომხმარებელს პოლიეთილენის (პეტის) ახალ შეფუთვას სთავაზობს - განახლებული ბოთლი სპეციალურად ზღვის სეზონისთვის. ის ბევრად უფრო მჩატე და მოსახერხებელია, რომელიც ევროპის ეკოლოგიურ სტანდარტებს PCO 1881 აკმაყოფილებს. 

მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბოთლი დამზადებულია ნაკლები პლასტმასისგან და მისი თავსახური მოკლეა და ამასთან შეიცავს ნაკლებ პლასტმასს, რაც მიუთითებს კომპანიის სურვილს - იზრუნოს ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე.

კომპანია „წყალი მარგებელმა“ აღნიშნული პროექტის სრულყოფისთვის ერთი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ძირითადი თანხა დანადგარების მოდერნიზებისთვის დაიხარჯა.

„ბახმაროს“ წყლის ჩამოსხმა 2002 წლიდან კომპანია „წყალი მარგებელის“ მიერ ხორციელდება, თუმცა დღემდე მინერალური წყლის ჩამოხმა მხოლოდ პოლიეთილენის (პეტის) ბოთლებში ხდებოდა.

„ბახმარო - კავკასიური წყარო“ გურიის მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჯანგბადით გამდიდრებული წყალია, რომელიც არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყარო სათავეს ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრ სიმაღლეზე იღებს. წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც მექანიკური ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავდროულად არ იცვლება მისი პირველადი ბუნებრივი ქიმური შემადგენლობა.

„ბახმარო“ მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და PH-ის იდეალური მაჩვენებლით ხასიათდება (7,5). გამოიყენება ბავშვთა კვებაში მშრალი ნარევების მოსამზადებლად და დაშვებულია გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.