აკვაპარკის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი შეგნებულად იყოს გაჩენილი. როგორც ამირან გიგუაშვილმა აღნიშნა, მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მათ არანაირი ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ.
"ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ ამ ეტაპზე, მაგრამ არც არაფრის დადასტურება არ შეგვიძლია. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის უცნობია, მუშაობაში ჩართულია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც, რომელიც დაადგენს მიზეზებს - ეს იყო შეგნებულად განხორციელებული ქმედება თუ უბედური შემთხვევა", - აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს გაიმართება სამართალდამცველებთან შეხვედრა. მისივე თქმით, ზარალი რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს. თუმცა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აკვაპარკი უკვე 5 წელია დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია "ალდაგში".
მან უსაფუძვლო უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ აკვაპარკი გუშინ დილით დააზღვიეს. მისივე თქმით, ექსპერტები მუშაობას ერთი კვირის განმავლობაში დაასრულებენ.