შტეფან ფულე:  საქართველოდან უფრო მეტი იმედით მივდივარ, რომ ამბიციების მიღწევას შევძლებთ

შტეფან ფულე: საქართველოდან უფრო მეტი იმედით მივდივარ, რომ ამბიციების მიღწევას შევძლებთ

მე ვცადე მეთქვა ყველაფერი, რაც ჩემს გულში იყო არა მხოლოდ ვილნიუსის სამიტის, არამედ ზოგადად, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, - ასე შეაფასა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე საკუთარი გამოსვლა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ის საქართველოდან უფრო მეტი იმედით მიდის, რომ ქვეყანა ამბიციების მიღწევას შეძლებს.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში – უნდა დავასრულოთ წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მე ვთვლი, რომ ესაა ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ეჭვი არ მეპარება, რომ, როცა ხელს მოვაწერთ ამ ხელშკრულებას და შევასრულებთ მის პირობებს, ის საქართველოს გაცილებით ახლოს მიიყვანს ევროკავშირთან. საქართველოდან მივდივარ უფრო მეტი იმედით, რომ ჩვენი ამბიციების მიღწევის უფრო მეტად შევძლებთ", - აღნიშნა შფეტან ფულემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.