"ვიმედოვნებ, სპორტული კავშირების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს დაეხმარება"

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის იმედოვნებს, რომ "სპორტული კავშირების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს დაეხმარება".

ამის შესახებ გავრილოვმა გუშინ საქართველოში "თბილისის დინამოსა" და "მოსკოვის დინამოს" შორის გამართული ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღვადგენთ ჰუმანიტარულ და სპორტულ კავშირებს. "დინამოს" სივრცე უნიკალურია და იმედი მაქვს, რომ სპორტული კავშირების აღადგენა, ჩვენს ქვეყნებს დაეხმარება და ოდესმე ჩვენი გუნდები ერთამანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგაში შეხვდებიან. "თბილისის დინამო" ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ფეხბურთის საკუთესო კულტურის დემონსტრირებას ახდენს. ჩვენ შეგვიძლია, დავგეგმოთ "დინამოს" კლუბების ტურნირიც", - განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ "თბილისის დინამოსა" და "მოსკოვის დინამოს" შორის გამართული ამხანაგური მატჩი ქართველმა გულშემატკივრებმა რუსეთის დროშის გადმოფენის გამო დატოვეს, თუმცა დროშის ჩამოსხნის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ.

მატჩის მიმდინარეობის პარალელურად "დინამოს" სტადიონის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალმა ზონამ" აქცია გამართა და საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლა და მატჩზე დასწრება გააპროტესტა.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლაც სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.

"დინამოს" სტადიონთან დაკავებულ 3 პირს ლაშა რუხაიას, ირაკლი ჩხირკვაიასა და დავით გოგოხიას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

ისინი სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ, დღეს წარსდგებიან.