“ფონდმა ნატახტარმა” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ნატახტარის ქარხანაში უმასპინძლა

“ფონდმა ნატახტარმა” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ნატახტარის ქარხანაში უმასპინძლა

ზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე კომპანია “ნატახტარისგან” ფონდმა ნატახტარმა ამჯერად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსერთი ფერადი და დასამახსოვრებელი დღე აჩუქა. 27 ივნისს “ნატახტარმა” გალავნის, წილკანისა და თბილისის მცირე საოჯახო ტიპის 30-ზე მეტ აღსაზრდელს უმასპინძლა.

ეს იყო ზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე კომპანია “ნატახტარისგან”. მოზარდებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჯერ ქარხნის ადმინისტრაციული შენობა მოხატეს ლამაზ ფერებად, შემდეგ კი ქარხანაში ლიმონათის წარმოების პროცესს გაეცნენ და დიდი ინტერესით ადევნეს თვალი ამ ყველაფერს. ამასთან ერთად რა საკვირველია მოზარდებმა დააგემოვნეს “ნატახტარის” ლიმონათის ყველა არომატიც. მართალია ზაფხულის ცხელი დღე მოულოდნელად ძლიერმა წვიმამ შეცვალა, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია და ხალისით განაგრძეს “ნატახტარის” ქარხნის ტერიტორიის დათვარიელება. მოზარდებს ასევე ლამაზი და გემრიელი ტორტითაც გაუმასპინძლდნენ.

აქტივობა ფონდი “ნატახტარის” საქველმოქმედო პროექტის - “იზრუნე მომავალზე” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. არც ის არის გასაკვირი, რომ უკვე დიდი ხანია სიტყვა “ნატახტარი” მზრუნველობამოკლებულ მოზარდებში დადებით ემოციასა და პოზიტიურ განწყობას იწვევს.

ასე რომ კომპანია “ნატახტარისა” და მზრუნველობამოკლებული მოზარდების მეგობრობა კვლავ გრძელდება და მსგავსი აქცია ერთჯერადი ნამდვილად არ იქნება.

...დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპანია “ნატახტარმა” 2011 წლის ნოემბერში დააფუძვნა “ფონდი ნატახტარი” და საქველმოქმედო პროექტის “იზრუნე მომავალზე” განხორციელება დაიწყო. ფონდში შეგროვებული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვების მომავალს მოხმარდა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია “ჩვენი სახლი-საქართველოს” მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.