ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრთან ერთად შედგა ძალიან წარმატებულად, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შედგა მოსაზრებების ღიად გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას დღეს საქართველო ნატოს-სთან ინტეგრაციის კუთხით.
"ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო-ნატო-ს შორის ნდობა ამაღლებულია, ჩვენი სამხედროები პრაქტიკუალდ ისე მონაწილეობენ ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნები და მათ მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე, იმ ისტორიული არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბერში შედგა, მთავარი შეკითხვა არის ის, თუ როგორ შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას, როგორი თანაარსებობა გვექნება პოლიტიკურ ძალებს და რამდენად წარმატებულად ჩავატებთ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს. აი, ამ საკითხებზე იყო საუბარი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო და ნატო დღეს უფრო ახლოა ერთმანეთთან",-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იყო საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
"მთვარი დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს, იქნება ერთადერთი, რომ საქართველოს შესწევს უნარი ჩაატაროს არჩევნები, საქართველოს შესწევს უნარი ახალ პოლიტიკურ ძალას გადასცეს ხელისუფლება , ითანამშრომლონ პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც ეს პარალემენტში გამოვლინდა საგარეო პოლიტიკაზე ერთობლივი რეზოლუციის გატანით",-განაცხადა ალასანიამ.