20 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან ფეხით მოსიარულეთა დარბაზით შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ბ.ა., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების დროს გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 3 წყვილი საყურე თვლებით გაწყობილი, 1 ცალი ოქროს ბეჭედი თვლებით გაწყობილი და მცირე ზომის ბრილიანტის თვლები, 238 ცალი.
თბილისის აეროპორტის ექსპერტიზის განყოფილების დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საქონლის სატარიფო ღირებულებამ შეადგინა 2492,09 ლარი. 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ მოქალაქეს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარი.
იმავე დღეს, „სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა „NEOPLAN“-ის მარკის ავტობუსი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით, რომელსაც სომხეთის მოქალაქე კ.ა. მართავდა. აღნიშნული პირის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, ორი ცალი ოქროს ბეჭედი, საერთო წონით 18,66 გრ.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის სატარიფო ღირებულებამ შეადგინა 1231,05 ლარი. 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, პიროვნებას დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
სსიპ შემოსავლების სამსახური