საპროტესტო აქცია გამართეს პარიზში მცხოვრებმა ქართველებმაც. „ნუ დაგვაკარგვინებთ სამშობლოს" - ამ მოთხოვნით ემიგრანტებმა პარიზში, მარსის მოედანზე აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს აღდგეს მათი კანონიერი უფლება, რათა თითოეულმა მოქალაქემ მოახერხოს არჩევნებში მონაწილეობა და თავისი სამშობლოს ბედის გადაწყვეტა. ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათი საარჩევნო ხმების „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გამოყენებას აპირებს.