„აქ ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის მყუდრო ებისთვისა და მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკისთვის”..
„გამიმართლა, რომ მკურნალობისთვის ანადოლუს სამედიცინო ცენტრი შევარჩიე”... „საკუთარი ჯანმრთელობა ანადოლუს სამედიცინო ცენტრში დავიბრუნე”... „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი აქ მომუშავე პროფესიონალი ექიმებისა და მეგობრული გუნდის გამო ავირჩიე”... „აქ ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის მყუდრო ებისთვისა და მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკისთვის”... „თავს იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ყველა თავს გევლება, ზრუნავენ და ცდილობენ გამოგაჯანმრთელონ”...- ვკითხულობთ ანადოლუს სამედიცინო ცენტრის პაციენტების შთაბეჭდილებების წიგნში და მათი ეს განწყობა არცთუ უსაფუძვლოდ.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი ყველაზე მასშტაბური და კეთილმოწყობილი საავადმყოფოა თურქეთში. სწორედ, ამ ცენტრის რეპუტაცია და სამედიცინო მიღწევები იზიდავს პაციენტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
მსოფლიოში წამყვანმა თურქულმა სამედიცინო დაწესებულებამ „ანადოლუს სამედიცინო ცენტრმა“ თემაზე „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“ ქართველი ექიმებისთვის თბილისში სპეციალური კონფერენცია გამართა.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო დისკუსიაც, რომელშიც ქართველი ექიმები, პაციენტები და მედიცინის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. დასასრულს, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ანადოლუს სამედიცინო ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.
გარდა ამისა, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებმა საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს უფასო კონსულტაციას გაუწიეს. მიაჩნიათ,რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა და ინოვაციური მეთოდიკით მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამაღლებს.
კონფერენციაზე მოწვეული იყო ნიკოლოზ წამალაშვილი, რომელმაც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ექიმების დახმარებით სიმსივნე დაამარცხა. პაციენტებს შესაძლებლობა ჰონდათ გაეცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ „ცოხალ ქეისს“.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: მედიცინის დოქტორი, პათოლოგიური ანატომიის პროფესორი ჰუსეინ ბალოღლუ, მედიცინის დოქტორი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი ქეიჰან ენჯინი, ბირთვული მედიცინი დოქტორი ქეზბან ბერბეროღლუ.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს წამყვან ევროპულ დაწესებულებას, რომლის სტრატეგიული პარტნიორია სიმსივნის მკურნალობის სფეროში ლიდერი სამედიცინო დაწესებულება და ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო ცენტრი - Johns Hopkins Medicine. ანადოლუს სამედიცინო ცენტრი იყენებს მის მიერ დაფუძნებულ სტანდარტებს და პაციენტებს საუკეთესო სერვის სთავაზობს, მათ შორის სიმსივნის ყველა ტიპის მკურნალობა და დიაგნოსტიკა და პრევენციული მედიცინა. ცენტრში ასევე შემუშავებულია კომპლექსური სქრინინგის პროგრამა, რომლის დახმარებითაც ხდება ჯანმრთელი პირების იდენტიფიცირება და საზოგადოებისტვის სიმსივნის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი მოქმედებს პრინციპით „საავადმყოფო საავადმყოფოში“, რაც პაციენტს მეტი კომფორტის საშაულებას აძლევს. ცენტრი აღჭრუვილია მსოფლიო სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც აუცილებელია სიმსივნის მკურნალობისთვის. მკურნალობის უახლოესი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების გათვალისწინებით, ცენტრში უამრავი პაციენტი გადის მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მულტიდისციპლინური მიდგომითა და სიმსივნის ევოლუციის თითოეულ ეტაპზე აქცენტირებით, ცენტრის სპეციალსიტებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ თერაპიის ეფექტურობა და სიზუსტე პაციენტების მკურნალობისას.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრში უცხოელი პაციენტებისთვის შეიქმნა საერთაშორისო დეპარტამენტი. დეპარტამენტში დაკავებული 50 თანამშრომელი, რომლებიც ამყარებენ კომუნიკაციას 15 სხვადასხვა ენაზე, აზუსტებენ ვიზიტის დროს და პაციენტებსა და მის ოჯახის წევრებს უწევენ შესაბამის დახმრებას.