ალტერნატიული აზრი და უფასო კონსულტაცია საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ცენტრის სპეციალისტებისგან
შაბათს, 15 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანი თურქული სამედიცინო დაწესებულება „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“ გამართავს კონფერენციას თემაზე „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყობა დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექიმები, პაციენტები და მედიცინის ექსპერტები. დასასრულს, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ანადოლუს სამედიცინო ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
გარდა ამისა, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტები საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს უფასო კონსულტაციას სთავაზობენ. მათი განმარტებით, ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა და ინოვაციური მეთოდიკით მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამაღლებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება „ცოხალი ქეისი“ და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ნიკოლოზ წამალაშვილის ისტორიას, რომელმაც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ექიმების დახმარებით სიმსივნე დაამარცხა.
ღონისძიებას წარუძღვებიან:
მედიცინის დოქტორი, პათოლოგიური ანატომიის პროფესორი ჰუსეინ ბალოღლუ, თემა: მულტიდისციპლინური მიდგომა სიმსივნისადმი.
მედიცინის დოქტორი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი ქეიჰან ენჯინი, თემა: მოინავე ხივური თერაპიის პროგრამები.
ბირთვული მედიცინი დოქტორი ქეზბან ბერბეროღლუ, თემა: ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული სიმსივნე, რადიაციული იოდის თერაპია.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს წამყვან ევროპულ დაწესებულებას, რომლის სტრატეგიული პარტნიორია სიმსივნის მკურნალობის სფეროში ლიდერი სამედიცინო დაწესებულება და ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო ცენტრი - Johns Hopkins Medicine. ანადოლუს სამედიცინო ცენტრი იყენებს მის მიერ დაფუძნებულ სტანდარტებს და პაციენტებს საუკეთესო სერვის სთავაზობს, მათ შორის სიმსივნის ყველა ტიპის მკურნალობა და დიაგნოსტიკა და პრევენციული მედიცინა. ცენტრში ასევე შემუშავებულია კომპლექსური სქრინინგის პროგრამა, რომლის დახმარებითაც ხდება ჯანმრთელი პირების იდენტიფიცირება და საზოგადოებისტვის სიმსივნის პრევენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრი მოქმედებს პრინციპით „საავადმყოფო საავადმყოფოში“, რაც პაციენტს მეტი კომფორტის საშაულებას აძლევს. ცენტრი აღჭრუვილია მსოფლიო სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც აუცილებელია სიმსივნის მკურნალობისთვის. მკურნალობის უახლოესი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების გათვალისწინებით, ცენტრში უამრავი პაციენტი გადის მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მულტიდისციპლინური მიდგომითა და სიმსივნის ევოლუციის თითოეულ ეტაპზე აქცენტირებით, ცენტრის სპეციალსიტებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ თერაპიის ეფექტურობა და სიზუსტე პაციენტების მკურნალობისას.
ანადოლუს სამედიცინო ცენტრში უცხოელი პაციენტებისთვის შეიქმნა საერთაშორისო დეპარტამენტი. დეპარტამენტში დაკავებული 50 თანამშრომელი, რომლებიც ამყარებენ კომუნიკაციას 15 სხვადასხვა ენაზე, აზუსტებენ ვიზიტის დროს და პაციენტებსა და მის ოჯახის წევრებს უწევენ შესაბამის დახმრებას.