გამოფენა სახელწოდებით „საბჭოთა საქართველო“

გამოფენა სახელწოდებით „საბჭოთა საქართველო“

6 ივნისს, 20:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით „საბჭოთა საქართველო“...

პირველად საქართველოში, წარმოდგენილი იქნება დღემდე უცნობი ფოტოქრონიკა საქინფორმის არქივიდან. პარალელურად, შედგება წიგნის „ქართული ფოტოგრაფია“ პრეზენტაცია.
ეს ნაშრომი პირველი ცდაა გააზრებულ იქნას ქართული ფოტოგრაფიის განვითარება 1955-2012 წლებში.

წიგნში გაშლილია 201 ფოტოგრაფის 2000-ზე მეტი ფერადი და მონოქრომული ნამუშევარი,რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის 60-წლიან მატიანეს ასახავს 

საღამოს დაასრულებს მუსიკოსი რობი კუხიანიძე.

გთხოვთ გვეწვიოთ!
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკი