საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას ბრალდებაზე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არამიზნობრვად გამოიყენა ხელისუფლების ფინანსური სახსრები, რომელშიც ასევე შედის 11 000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, ბოტოქსის ინექციებისთვის, შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, 2009 და 2011 წლებში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პრეზიდენტობის ვადა შემოდგომაზე იწურება, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმის წარმოებაში დაადანაშაულა.
გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფედერალური სახსრების არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა, მას ეჭვმიტანილების ვინაობა არ დაუსახელებია.