ქართული მხარე რუსი მესაზღვრეების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების უკანონო ფიქსაციის საკითხს განიხილავს, საუბარი ასევე შეეხება რამდენიმე დღის წინ სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს.
შეხვედრაზე განიხილება რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის" კვეთის ბრალდებით, ბოლო პერიოდში გაზრდილი, უკანონო დაკავების ფაქტები, ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ბედი და 2008 წლის ომის შემდეგ ქართული მხრიდან უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საკითხი.