სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონებში საშიში მავნებლის - იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას აგრძელებს. ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 2097 ჰა ფართობი.
ქიმიური წამლობა სპეციალური სამანქანო დანადგარების გამოყენებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, სადაც სააგენტოს 4 ეკიპაჟი მუშაობს. კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 1497, ქვემო ქართლში - 600 ჰა ფართობი, სადაც წამლობა უკვე დასრულდა. მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილია 15000 ჰექტრის დამუშავება. მათ შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება ავიაწამლობა.
წამლობის ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილია მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს სამუშაოების დაგეგვმას. შტაბს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი თენგიზ კალანდაძე ხელმძღვანელობს.
ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში ხორციელდება.
იტალიური და მაროკოული კალია მცენარეთა განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.