ირაკლი ღარიბაშვილმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა-დისკუსია გამართა. შეხვედრის განხილვის თემა იყოსაქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, პოლიციისა და იუსტიციის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებებისდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, მიგრაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. შეხვედრა გაიმართა ფონდში „ღიასაზოგადოება", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დიპლომატიური კურპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა", საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვები.