„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ბაზარზე ახალი დაზღვევა - პოლისი ბიზნეს თრეველი გამოიტანა. პოლისი განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს და შესაბამისად, ხშირად სჭირდება სამოგზაურო დაზღვევა. ბიზნეს-თრეველით შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება, რომ ყოველ ჯერზე აღარ მოხდეს პოლისის გამოწერა. ბიზნეს-თრეველი მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულის პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში.
თინათინ სტამბოლიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: „ვფიქრობთ, საინტერესო სიახლეა მათთვის, ვინც წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგზაურობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ბიზნეს-თრეველის შეძენა განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისთვის იქნება მიმზიდველი, ვინაიდან ყოველ მივლინებაზე აღარ მოუწევთ სამოგზაურო დაზღვევაზე ზრუნვა, არამედ ერთი პოლისით ისარგებლებენ მთელი წლის განმავლობაში, რაც დროისა და თანხების დაზოგვის საუკეთესო საშუალება იქნება“.
პოლისი ბიზნეს-თრეველი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ ეს საჭირო გახდა საზღვარგარეთ მოგზარურობისას 50,000 ევროს ლიმიტით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://gpih.ge/gpih/Travel/ ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე: *5111, ან 2505111