„ბახმაროს“ უგემრიელესი ანკარა წყაროს წყალი ახალი პრემიუმ შეფუთვით

„ბახმაროს“ უგემრიელესი ანკარა წყაროს წყალი ახალი პრემიუმ შეფუთვით

18 მაისიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა „ბახმაროს“ უგემრიელესი წყაროს წყალი პრემიუმ შეფუთვით შეიძინოს. ახალი შეფუთვის დამატება სხვადასხვა გარემოებამ განაპირობა:

უმაღლესი ხარისხის მინის ბოთლი, უფრო მეტად მოსახერხებელი და ვიზუალური სილამაზე. მთავარი უპირატესობა კი შემდეგში მდგომარეობს: კიდევ უფრო დიდხანს უნარჩუნებს ბახმაროს ანკარა წყალს ბუნებრივ თვისებებსა და გემოს. 

მნიშვნელოვანია, რომ „ბახმაროს“ წყლის ჩამოსხმა 2002 წლიდან კომპანია „წყალი მარგებელის“ მიერ ხორციელდება, თუმცა დღემდე მინერალური წყლის ჩამოხმა მხოლოდ პოლიეთილენის (პეტის) ბოთლებში ხდებოდა.

„ბახმარო - კავკასიური წყარო“ გურიის მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჯანგბადით გამდიდრებული წყალია, რომელიც არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყარო სათავეს ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრ სიმაღლეზე იღებს. წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც მექანიკური ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავდროულად არ იცვლება მისი პირველადი ბუნებრივი ქიმური შემადგენლობა.

„ბახმარო“ მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და PH-ის იდეალური მაჩვენებლით ხასიათდება (7,5). გამოიყენება ბავშვთა კვებაში მშრალი ნარევების მოსამზადებლად და დაშვებულია გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ.