„მინდა ვიარო, მინდა ვირბინო,მინდა ვხატო...“ - პატარებმა ამ დღეს სურვილები აისრულეს!
შაბათს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი აქცია მოეწყო. რადგან მაისი საზოგადოებაში ართრიტის ცნობადობის ამაღლების თვედ არის გამოცხადებული და აღნიშნული აქტივობა, სწორედ, ამ მოვლენას მიძღვნა.
აქციის ინიციატორი იყო „იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი“, რომელიც უკვე ორი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცია და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდი, აქციას ასევე ესწრებოდნენ დარგის სპეციალისიტები, ჟურნალისტები, ცნობადი სახეები და მოწვეული სხვა სტუმრები, რომლებმაც პატარებს თანადგომა გამოუცხადეს.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ეტაპზე იუვენული ართრიტით დაავადებულ ბავშვებთან ერთად მოწვეული სტუმრებმა კუს ტბას სიმბოლურად ფეხით შემოუარეს, შემდეგ კი სტადიონზე პატარებთან ერთად კლასობანა, რეზინობანა, წრეში ბურთი, ორდროშობანა ითამაშეს. დასასრულს მოწვეულ სტუმრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და სურვილებით სავსე საჰაერო ბუშტებს ცაში გაუშვეს!
ამ დღეს იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებმა სურვილებიუ აისრულეს: დახატეს, ირბინეს, იცეკვეს თანატოლებთან და მათთვის საყვარელ ცნობილ ადამიანებთან ერთად.
ღონისძიების მიზანი იყო დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ანა ბოქოლიშვილი, „იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი“ : „ეს ღონისძიება ეძღვნება იუვენილური ართრიტით დავადებულ პატარებს, ეს არის იშვიათი ქრონიკული დაავდება, ამ აქციით კი ჩვენ ყველა ერთად ვეხმარებით პატარებს და კიდევ ერთხელ ვეხმიანებით სახელმწოფოს, რათა შესაფერისი თანადგომა გამოხატოს ამ პატარების მიმართ.“
ნიკა არაბიძე, „კომედი შოუს“ მსახიობი: „ზოგადად მაისი გამოცხადებულია საზოგადოებაში ართრიტის ცნობადობის ამაღლების თვედ, მიხარია რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა და ამ ფორმით თანადგომა გამოხვატე ამ პატარების მიმართ, და სულ მცირედი სურვილი მაინც ავუსრულეთ პატარებს!“.
დღესდღეობით, რევმატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყევლაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. მსგავსი პროგრესი არ ყოფილა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. თუმცა დაავადების სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა. იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სამწუხაროდ, კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია.
იუვენილური ართრიტით ყოველი 100000 ბავშვიდან დაახლოებით 100 ავადდება, ბავშვების დიდ ნაწილს უვითარდება ქრონკული პერსისტული ართრიტი, აღენიშნება მნიშვნელოვანი შრომისუუნარობა და ინვალიდობა. პაციენტთა ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას, 5-10 წლის განმავლობაში III-IV ჯგუფის ინვალიდი ხდება.