„ვანო მერაბიშვილის დაკავება არ ყოფილა შერჩევითი სამართლის გამოვლინება“

„ვანო მერაბიშვილის დაკავება არ ყოფილა შერჩევითი სამართლის გამოვლინება“

„ვანო მერაბიშვილის დაკავება არ ყოფილა შერჩევითი სამართლის გამოვლინება“, - ასეთია გერმანელი ექსპერტების პოზიცია, რომელთა ინტერვიუებსაც „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ბერლინის „მეცნიერებისა და პოლიტიკის“ ცენტრის ანალიტიკოსი უვე ხალბახი ფიქრობს, რომ მერაბიშვილის დაკავების მიბმა პოლიტიკურ დევნასთან ჯერ ადრეა.

„საჭიროა მოცდა, როგორ განვითარდება პროცესები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მტკიცება, რომ დაკავება დევნის შედეგია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა „დოიჩე ველესთან“ საუბრისას.

„ფრიდრიხ ებერტის“ ფონდის სამხრეთ კავკასიის საკითხების მიმართულების კურატორი იულია ბლეზიუსი კი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგის შედეგად აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავებას საზოგადოების პროტესტი არ მოჰყოლია.

„სამოქალაქო საზოგადოებასთან საუბრის შემდეგ და ასევე ხალხთან ურთიერთობის შედეგად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მიესალმებიან ვანო მერაბიშვილის პასუხისგებაში მიცემას. ვფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხის ვარდნაზე დარდი ჯერ არ არის საჭირო, უნდა მოვიცადოთ“ - აცხადებს ბლეზიუსი. 

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=3473#sthash.yRoP1JhM.dpuf