აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა Microsoft-ის ლიცენზირებული პროდუქტების დანერგვის აუცილებლობაზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა Microsoft-ის ლიცენზირებული პროდუქტების დანერგვის აუცილებლობაზე.

დღეს, 13:00 საათზე, ქ. ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა Microsoft-ის ლიცენზირებული პროდუქტების დარნეგვის აუცილებლობაზე. კომპიუტერული პროდუქტების ლიცენზირების ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის ფარგლებში Microsoft-ის პროდუქტების სრული ლიცენზირება განხორციელდა. .უნივერსიტეტი პირველია საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს შორის, ვინც სრულად გადავიდა ლეგალურ პლატფორმაზე. 

ონლაინ კომუნიკაცია, თანამშრომლობა და სწავლება

დესკტოპ აპლიკაციებთან ერთად უნივერსიტეტმა დანერგა სერვერული პროდუქტებიც. მათ შორის არის ინტერნეტ კონფერენციის გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა თანამშრომელს უწყვეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან, ჩაატარონ ონლაინ კონფერენციები კოლეგებთან და სტუდენტებთან, რაც თავის მხივ დისტანციური განათლების ნაწილია. ლექტორებს შეეძლებათ სტუდენტები მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ჩართონ ინტერნეტის საშუალებით.

მთელი უნივერსიტეტისთვის ინერგება Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის სერვისი, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიას. მისი საშუალებით ყველა თანამშრომელს და სტუდენს შეეძლება გამოიყენოს ელფოსტის, კალენდრის და ფაილების გაზიარების ფუნქციონალი პირდაპირ Microsoft-ის ქლაუდ სერვერებიდან.
კომპიუტერების ტექნიკური პრობლემების ეფექტური აღმოფხვრა და დაცვა

ინფრასტუქტურის ეფექტური მართვის გადაწყვეტა, რომელიც ნაწილია Microsoft-ის შეთავაზების, საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს ყველა კომპიუტერის ტექნიკური მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით განახორციელოს; ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ავტომატური განახლებები, ანტივირუსი, პროგრამების დისტრიბუცია და სხვა უამრავი პროცესი, რაც აუცილებელია კომპიუტერების გაუმართაობის უმოკლეს დროში აღმოფხვრისთვის ცენტრალიზებულად განახორციელოს.

უსაფრთხოება

ლეგალური სოფტი საგრძნობლად ამაღლებს IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონეს. უნივერსიტეტი პროგრამებს პირდაპირ Microsoft-ისგან იღებს, საწინააღმდეგოდ იმ პრაქტიკისა, რაც საქართვველოში მეტად გავრცელებულია - ჰაკერების მიერ კოდშეცვლილი და დიდი ალბათობით დავირუსებული სოფტის ჩამოტვირთვა პირატული საიტებიდან, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უშუალოდ ორგანიზაციის, ასევე ქვეყნის ინტერნეტ უსაფრთხოებას.

ონლაინ სატრენინგო მოდულები თანამშრომლებისთვის

ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებს შეეძლებათ ინტერნეტით გაიარონ კომპიუტერული კურსები. პარალელურად მათ ეხსნებათ პორტალი, საიდანაც უნივერსიტეტის თანამშრომლის სტატუსით შეეძლებათ საოფისე პროგრამების სიმბოლურ ფასად შეძენა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს თანამედროევე სტანდარტების შესაბამისი პროცესების მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს სასწავლებელში სწავლების ხარისხის შემდგომ ამაღლებას, სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებას, საგარეო კავშირების გაღრმავებას, მართვის სისტემის სრულყოფას და, ზოგადად,უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.