ბიძინა ივანიშვილს ინდონეზიის, მექსიკის პრეზიდენტები და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ჩეხიკოლეგისგან მიწერილ განცხადებაში ნათქვამია: „თქვენო აღმატებულებავ, ნება მობიძეთ, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. თავისუფლებისადმი თქვენი ქვეყნის ერთგულება და დემოკრატიულობა იძლევა იმის ძლიერ მაგალითს, რომ თქვენ კვლავაც მიისწრაფით ადამიანის უფლებებისთვის. თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გისურევებთ გაძლიერებას და წარმატებას, ასევე, თქვენი ქვეყნისგამთლიანებასა და აყვავებას“.
ამასთან, ჩეხეთის პრემიერი ბიძინა ივანიშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით განმეორებით უდასტურებს მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს ეკონომიკის რეფორმები და საქართველოს მოდერნიზაცია. ასევე, ჩეხეთის მხარე აღიარებს ჩვენი ქვეყნის მიღწევებს დემოკრატიის გაღრმავების პროცესში, დამოუკიდებელი სასამართლოს გაძლიერების, საერთაშორისო ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვისა და ევროკავშირისკენ დაახლოების კუთხით.
„ამ გზაზე საქართველოს ყოველთვის შეუძლია, იქონიოს ჩეხეთის რესპუბლიკის იმედი, როგორც ორმხრივ და ევროპულ ფარგლებში, ასევე,ნატოსთან ურთიერთობისას“, - ნათქვამია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს მისალოცი წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მექსიკის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გაღრმავდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოცად პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს მისალოცი წერილიც გამოიგზავნა. კერძოდ, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გულითადი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული და ეს ურთიერთობები გაგრძელდება.