ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც "ინტეპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის ადვოკატების სარჩელი ცოტა ხნის წინ განიხილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლითაც ვანო მერაბიშვილს წინასწარი პარიმრობა მიესაჯა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის გირაო შეეფარდა, მერაბიშვილს კი - წინასწარი პატიმრობა.