„შავი ავაზა“ - თანამედროვე ქართველ მწერალ ქალთა ანთოლოგიის პრეზენტაცია

„შავი ავაზა“ - თანამედროვე ქართველ მწერალ ქალთა ანთოლოგიის პრეზენტაცია

25 მაისს, 17 საათზე, მწერლის სახლში გაიმართება მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია - წარმოდგენილი იქნება ანთოლოგია „შავი ავაზა“, რომელიც ექვს ქართველ მწერალ ქალს აერთიანებს და ქართული ვერსიაა გერმანიაში გამოქვეყნებული ქალების ანთოლოგიისა „Techno der Jaguare“. ანთოლოგიაში შესულია ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა მიქელაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ეკა თხილავა, თამთა მელაშვილი და ნესტან (ნენე) კვინიკაძე.

ანთოლოგიის კონცეფცია შემუშავდა ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის EUTERPE-Literatursalon 2012 წლის პროგრამის ფარგლებში და ანთოლოგიაში შესული ექვსივე ავტორი ჯერ კიდევ ანთოლოგიის გამოსვლამდე, 2012 წლის გაზაფხულზე (ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის საღამოებზე) და შემდგომ 2012 წლის შემოდგომაზე (ფრანკფურტის მსოფლიო წიგნის ბაზრობაზე) წარსდგა გერმანული ლიტერატურული საზოგადოების წინაშე.

გერმანული ანთოლოგიისპრეზენტაცია შედგა 2013 წელს ლაიფციგის მსოფლიო წიგნის ბაზრობაზე, რასაც გერმანული მედიასივრცე 11რეცენზიითა და სამი რადიოგადაცემით გამოეხმაურა. „არაჩვეულებრივად უჩვეულო ქართული ლიტერატურა“ - ასე შეაფასა იგი გერმანულმა პრესამ.

კრებული, რომელიც გამომცემლობა საუნჯემ გამოსცა, ქართველ მკითხველს სთავაზობს ახალ კრებულს, როგორც ქართული ლიტერატურის ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში წარმატებული ინტეგრაციის ნიმუშს.

მისამართი: თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. 13