"თიბისი გალერეაში" გაიხსნება სოსო წერეთლის პერსონალური გამოფენა

24 მაისს, 19 საათზე, "თიბისი გალერეაში"  გაიხსნება ქართველი მხატვრის, სოსო წერეთლის პერსონალური გამოფენა.

სოსო წერეთელი 1983 წელს დაღუპულ „თვითმფრინავის ბიჭებს“ შორის ერთ-ერთია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ფერწერული ნამუშევრები, მათ შორის ტილოები, რომლებიც დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის.

გთხოვთ მობრძანდეთ!

მის: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი ბანკი