სახალხო პარტიისთვის, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების მემკვიდრისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილი სუბიექტისთვის, 26 მაისი განსაკუთრებულ თრიღს წარმოადგენს.
სახელმწიფოებრიობის იდეა, ნებისმიერი ერის თავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კი ერის მიერ შექმნილი ღირებულების დაცვისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.
როცა თანამედროვე სამყაროში, ეროვნული ფასეულობების უგულველყოფის ტენდენციას და ფსევდოღირებულებებით მისი ჩანაცვლების მცელობებს ვხედავთ. ამასთან, როცა დღესაც კი ჩვენს სახელმწიფოებრიობას იგივე სახელმწიფო ებრძვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამასთან ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვავიწყებინოს 26 მაისი, როგორც მისგან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი სიმბოლო, განსაკუთრებით გვმართებს ამ დღის შესაბამის დონეზე აღნიშვნა. ეს კი არამარტო სასურველი, არამედ აუცილებლობას წარმოადგენს და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პირობაცაა.
“არ არსებობს ისეთი თანამდებობა, არც სიმდიდრე, არც მდგომარეობა, რომელიც ერის ერთ, თუნდ ნაგვიანევ მადლობად მაინც ღირდეს.”- ეს სიტყვები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ გამოკვეთილ პიროვნებას, გიორგი ჭანტურიას ეკუთვნის.
ღირსეული ადამიანები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელები და მებრძოლები იყვნენ, არ იმსახურებენ დავიწყებას, ვინაიდან, სწორედ ასეთი ადამიანების ზურგზე გადაიარა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმძიმემ, რამაც შედეგად 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგვიტანა.
ვალდებულნი ვართ, შესაბამისი პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეეწირნენ სახელმწიფო დამოუკიდებლობის იდეას და ამასთან, შესაბამისი სითბო და პატივისცემა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებმაც მრავალი ტანჯვა-წამება გამოიარეს ამ წლებში და დღეს ჩვენს თანადგომას საჭიროებენ. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი მომავლისთვისაა სასარგებლო, რადგან თაობებმა დაანახონ, თუ როგორი მადლიერია თავისი თავდადებული შვილების ერი და სახელმწიფო.
26 მაისის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი “მთავრობის სახლისა” და ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ეროვნული მოძრაობის ეპიცენტერს, სახალხო პარტია ტრადიციულად აღნიშნავს ამ დღესასწაულს და მოგიწოდებთ, 2013 წლის 26 მაისს დღის 12 საათზე ეროვნული მოძრაობის წევრებს, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს, ახალგაზრდებს, თანამემამულეებს, განურჩევლად პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებებისა, გამოვიდეთ და ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ საერთო ეროვნულ ზეიმში, რადგან ეს ის დღეა, რომელიც ყველა ნამდვილ მამულიშვილს აერთიანებს.
26 მაისს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მტერსაც და მოყვარესაც, თუ რაოდენ მძლავრია თავისუფლების სურვილი ქართველობაში და თუ როგორ ერთიანი, შეკრული შეიძლება გახდეს ხალხი, როდესაც საქმე საქართველოს დამოუკიდებლობას ეხება.
სახალხო პარტია მამუკა გიორგაძე