როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ამჟამად ვანო მერაბიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს და მისი სახლიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე ათასი ევრო ამოიღეს.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს 12.00 საათზე ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები და რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ორივე დაკავებულია.
პროკურატურა მათ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის დარიგებას ედავება. ამასთანავე, პროკურატურის ცნობით, უახლოეს მომავალში მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევასა და გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც წარედგინა ბრალი.
ამჟამად ჩხრეკა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლშიც მიმდინარეობს.