პოლიციელის დღის აღნიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზაზე დაიწყო.
მინისტრმა 2008 წლის ომში დაღუპულ შსს–ს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის შსს–ს თანამშრომლები დააჯილდოვა. შს სამინისტროს მედლებით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ შსს–ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 11 თანამშრომელი დაჯილოვდა.