საქართველოს გენერალთა კლუბის მილოცვა

საქართველოს გენერალთა კლუბის მილოცვა

საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა პოლიციელს, გენერალს, ოფიცერსა და რიგითს, მათ ვინც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას და მათ ვინც პირნათლად მოიხადა ვალი სამშობლოს წინაშე და ახლა საპატიო თადარიგში იმყოფება, პოლიციის დღეს. სული გაუნათლოს ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც კრიმინალთან და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში დაიღუპნენ.

1989 წლის 9 აპრილს ქართველი მილიციელების მიერ გამოჩენილმა გმირობამ განამტკიცა ის აზრი, რომ ქართველი სამართალდამცავები მუდამ ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამცველები იქნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებებმა ბევრჯერ სცადეს ქართული პოლიცია საბჭოური ნკვდ–ს მსგავს პარტიულ ორგანიზაციად გადაექციათ, საბოლოოდ არასდროს გამოუვიდათ. იგი იყო და მუდამ იქნება საზოგადოების წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და პატიოსნად მოიხდის იმ ვალს, რომელზედაც აღებული აქვს პასუხისმგებლობა. იგი ყოველთვის ზეპარტიული ორგანიზაცია უნდა იყოს და დარწმუნებული ვართ, რომ ასეც არის დღეს და მომავალშიც ასე იქნება. გილოცავთ პოლიციელებო პროფესიულ დღეს, უფალი გფარავდეთ.

პატივისცემით

საქართველოს გენერალთა კლუბის სახელით კლუბის პრეზიდენტი
თადარიგის გენერალ მაიორი კობა კობალაძე