კომპანია „ნატახტარი“ აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ინოვაციურ გათამაშებას სთავაზობს. წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 15 მაისიდან დაიწყო 15 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშების წესები ძალიან მარტივი და მომხმარებლისთვის ხელსაყრელია. კერძოდ, შეგიძლიათ შეძენისთანავე, ადგილზე გახსნათ ლუდი „ნატახტარის“ ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა. ასევე ყველა ზომის შეფუთვაში გარდა ქილისა (0.5 შუშის ბოთლში, 1 ლიტრიან, 2 ლიტრიან და 2.5 ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი-50 000 ლარი და 300 000 ცალი უფასო 0.5 ლიტრიანი შუშის ბოთლი „ნატახტარი“. მოგების ან გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე 2550 700.
თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი): უკვე მეხუთედ ტარდება „ნატახტარის“ დიდი გათამაშება. წლიდან წლამდე საპრიზო ფონდი და შესაბამისად მოგების შანსი იზრდება, რაც უფრო და უფრო ინოვაციურს ხდის გათამაშებას. გათამაშებაში მონაწილე შეფუთვები განსხვავდება გარკვეული ნიშნით, რომელიც დატანილია პლასტმასისა და შუშის შეფუთვის საყელოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რომ სწორე იმ შეფუთვას ყიდულობს, რომელიც გათამაშებაში მონაწილეობს, რისი საშუალებითაც არის იმის შანსდი, რომ მოიგოს ესათუის დაწესებული პრიზი.
ამ გათამაშების მთავარი ინოვაცია კი შემდეგში მდგომარეობს. ეს არის მოგების ყველაზე მყისიერი საშუალება, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ანუ თუ ადამიანს გაუმართლებს, ის თავსახურში ნახავს კაფსულას, რომელშიც მოთავსებულია 10, 20, 50, 100 ან 200 ლარი. ამით მომხმარებელს ყოველგვარი ბარიერის გადალახვის გარეშე მიიღოს მოგებული თანხა ისე, რომ ოფისში მოსვლაც კი არ დასჭირდეს თანხის მისაღებად. გათამაშებაშია ასევე დიდი 300 000 ცალი ლუდი „ნატახტარი“.
რაც შეეხება დიდ და ჩვენი ოცნების პრიზს, ეს 50 000 ლარი. რადგან ეს თანხა კაფსულაში ვერ ჩაეტევა, ამიტომ თავსახურზე იქნება ლაზერით ამოტვიფრული. ვისაც ძალიან გაუმართლებს მოიგებს ამ 50 000 ლარს. წინასწარ არავინ იცის რომელ რეგიონში იქნება მოთავსებული მომგებიანი ბოთლი, მთავარი პრიზით. მაგალითად გასულ წელს გამარჯვებული რუსთავში გამოვლინდა.