საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ავღანეთში დაღუპვის გამო და სამძიმარას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
დეპარტამენტი თანადგომას უცხადებს თავდასხმის შედეგად დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ოჯახებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
დიდი იმედი გვაქვს, ისევე როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ ქართველი მეომრების თავგანწირვა, მხედრული მამაცობა და მაღალი პროფესიონალიზმი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევაში და ავღანეთის მიწაზე მალე დადგება მშვიდობიანი განვითარების დრო.