გენერალთა კლუბის განცხადება

გენერალთა კლუბის განცხადება

საქართველოს გენერალთა კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში შირგაზის ბაზაზე ავღანელი მოჯაჰედების მიერ განხორციელებული  ტერაქტის შედეგად  საქართელოს შეიარაღებული ძალების 42–ე  ბატალიონის ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების  მონაწილეობა სახელმწიფოს ვალდებულებაა მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე და   სამწუხაროდ ამ ვალდებულების შესრულებას მსხვერპლიც ახლავს.

 გენერალთა კლუბს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სკურპულოზული გამოძიება, თუ როგორ მოხდა ასე დაცულ ზონაში ტერორისტების მიერ მანქანით შეღწევა და  მასშტაბური ტერაქტის მოწყობა, რასაც 3 ქართველი ჯარისკაცის სიკვდილი და 27–ის დაჭრა მოჰყვა.