საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და სრულიად საქართველოს ფაშიზმზე გამარჯვების 68–ე წლისთავს. ზუსტად 68 წლის წინ მსოფლიომ კაცობრიობის ისტორიაში ყველა საშინელი კაცთმოძულე ფაშისტური რეჟიმი დაამარცხა და თავისივე ბუნაგში გაანადგურა. ეს დღე ყოველთვის იქნება იმის გახსენება, რომ კაცობრიობამ არასდროს უნდა დაუშვას ფაშისტების მსგავსი რეჟიმების არსებობა.
ამ ისტორიულ გამარჯვებაში ქართველმა მეომრებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. 700 000–ზე მეტი ადამიანი იბრძოდა საქართველოდან, რომელთა თითქმის ნახევარი ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. სულითა და გულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესაწაულს ვეტერანებო. გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს. უფლის კურთხევა ნუ მოგაკლოთ. თქვენი გმირობა არასდროს იქნება დავიწყებული.