ცესკომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა

ცესკომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ პროექტი წარუდგინა.

პროექტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან რამდენიმე ცვლილებას და დამატებას მოიცავს, რომელთა აუცილებლობაც მიმდინარე წლის 27 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნებისას წარმოქმნილი ხარვეზების გამო გამოიკვეთა.

ცესკოს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ცვლილებები და დამატებები რამდენიმე მიმართულებით არის ასახული, მათ შორის წინასაარჩევნო აგიტაციასთან და ძალოვანი უწყებების საჯარო მოხელეების საარჩევნო უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნასთან დაკავშირებით.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ტექსტი იხილეთ ბმულზე:

http://cesko.ge/files/2013/cvlilebebisa_da_damatebebis_proeqti.pdf